საამაყო შედეგით!

საამაყო შედეგით!

459 ჯერ

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ტაოლუს ნაკრები გუნდი იმყოფებოდა ქალაქ ემეიშანში (ჩინეთი) მე-8 კუნგფუს მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც 48 ქვეყნის 5 000 სპორტსმენი ღებულობდა მონაწილეობას.

1) მარიამ თურმანიძე-16 წლის (1 ოქრო, 1 ვერცხლი)-- თბილისი
2) სოფიკო აფხაზავა-11 წლის (2 ოქრო) --თბილისი
3) ნიკოლოზ ნუცუბიძე-10 წლის (1 ოქრო, 1 ბრინჯაო)--თბილისი
4) საბა გოგია-8 წლის (2ოქრო) -- თბილისი
5) რაული მამედოვი.--14 წლის (1 ოქრო, 1 ვერცხლი)
6) დავით გულისაშვილი --21 წლის (1 ვერცხლი,1 ბრინჯაო)--თბილისი
7) ნინო ჩიხლაძე--22 წლის (1 ვერცხლი, 1ბრინჯაო)--თბილისი
8) ლუკა ხუტიაშვილი--15 წლის (1 ოქრო, 1 ბრინჯაო) --თბილისი
9) გიორგი გერმანოზაშვილი--12წლის (2 ბრინჯაო)--თბილისი
10) გურამი ფირცხალავა.-15 წლის (2 ბრინჯაო)--თბილისი
11) ლაშა სუმბულაშვილი --43 წლის ( 1 ბრინჯაო)--თბილისი
12) ბექა ჟორჟოლაძე --27 წლის (1 ბრინჯაო)--თბილისი
ჯამში ნაკრებმა მოიპოვა 8 ოქრო, 4 ვერცხლი და 10 ბრინჯაო. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ტელევიზიით მიულოცა ჩვენს სპორტსმენებს გამარჯვება. ამ ყურადღებამ დიდი მოტივაცია მისცა ჩვენს ათლეტებს და მეორე დღეს 3 ოქროს მედალი მოიპოვა. მადლობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომლის დაფინანსებითაც მოხდა მივლინება ჩემპიონატზე.
მადლობა ჩვენს სპორტსმენებს და მწვრთნელებს გაწეული სწორი მუშაობისათვის. მადლობა ფედერაციის გენერალურ მდივანს მართა მოსიაშვილს, მადლობა ფედერაციის პიარს ქალბატონ ნინო გაჩეჩილაძეს. სწორედ ესაა სწორი გუნდური მუშაობის შედეგი. უშუ ერთი ოჯახია....

შეფასება
(1 შეფასება)
Admin

დაგვიკავშირდით აჭარაში ვარჯიშებისთვის!

ვებსაიტი: www.mywebsite.ge
კომეტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები