საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრები, 12-13 თებერვალს თბილისის მერიის დაფინანსებით იმყოფებოდა მოსკოვში საერთაშორისო შეჯიბრზე "მოსკოვის უშუს ვარსკვლავი" (MOSCOW WUSHU STARS).
5 სპორტსმენისგან დაკომპლექტებულმა საქართველოს ნაკრებმა 15 სახეობაში მიიღო მონაწილეობა, ქართველმა უშუისტებმა ჯამში 8 მედალი მოიპოვეს, 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. ჩემპიონის ტიტულს დავით გულისაშვილი დაეუფლა, რომელმაც ასევე 1 ბრინჯაოს მედალი აიღო.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის მსვლელობისას, ევროპის უშუს ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი ვერულიძეს მიენიჭა მე-4 დუანი, რომელიც მას ევროპის უშუს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გლებ მუზრუკოვმა გადასცა.
შეჯიბრებაზე იმყოფებოდნენ ქართული დიასპორას წარმომადგენლები ზაზა ტერტერაშვილის ხელმძღვანელობით. ქართველი უშუისტები ტურნირზე ფედერაციის პრეზიდენტ - გიორგი ვერულიძის ხელმძღვანელობით გამოვიდნენ, მოსკოვში მსაჯად იყო მიწვეული ლაშა სუმბულაშვილი.
ქართველი უშუისტების შედეგები მოსკოვის საერთაშორისო ტურნირზე
დავით გულისაშვილი (თბილისი) - 1 ოქრო, 1 ბრინჯაო
ჯემალ ირემაძე (ქობულეთი) - 3 ვერცხლი
მიხეილ იაროშენკო (თბილისი) - 2 ბრინჯაო
ანა კიკნაძე (თბილისი) - 1 ბრინჯაო
სამინისტროს პრესსამსახური
მოსკოვის საერთაშორისო ტურნირზე
2350 ჯერ

Admin
ვებსაიტი: www.wushu.geკომეტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა