უშუს ისტორია საქართველოში
1980 წელს თბილისში უშუს პირველი სკოლა დააფუძნა ცნობილმა ჩინელმა ოსტატმა სიუენ ჯაო შანმა. სახელწოდებით "თბილისი შაოლინ-სი ცუან ფა", სადაც ასწავლიდა არწივის სტილს "სინ ინგ ჩუანს". ბატონი შანი ბრძოლის ხელოვნებას ეუფლებოდა ჩინელი დიდოსტატების "ხუ ვან ვანისა" და "თი ლიუ სინის" ხელმძღვანელობით. სკოლაში 300-მდე მოწაფე ვარჯიშობდა, მაგრამ ბოლომდე მხოლოდ რჩეულები შემორჩნენ. შანი მაქსიმალურად გადაცემდა საკრალურ ცოდნას რჩეულ მოწაფეებს. ბატონი შანი გვევლინება არამარტო, საბრძოლო ხელოვნების ოსტატი, არამედ როგორც მიღებულია უშუს ოსტატებში როგორც მკურნალი ექიმი. შესაბამისად იგი მკურნალობდა პაციენტებს ნემსოთერაპიით და ციგუნ თერაპიის გამოყენებით. 1989 წელს სიუენ ჯაო შანის თაოსნობით შეიქმნა საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია, რამაც საშუალება მისცა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მყოფ უშუს ენთუზიასტებს
მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა შეჯიბრებებში, ფესტივალებში, სემინარებში და აემაღლებინათ თავიანთი დონე. 1991 წელს თბილისში ჩატარდა პირველი საქართველოს ჩემპიონატი. 1996 წელს საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია გახდა უშუს საერთაშორისო ფედერაციის სრულ უფლებიანი წევრი. 2006 წელს გახდა ევროპის უშუს ფედერაციის სრულ უფლებიანი წევრი.
საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტები:
1989-1990 ვახტანგ აბაშიძე
1990-1991 ნოდარ მაისურაძე
1991-1995 მერაბ გოგშელიძე
1995-2000 ზაზა ბეჟანიშვილი
2000-2004 დავით ბეჟაშვილი
2004-2008 დავით თათარაშვილი
2008-2012 ლევან ბექაური
2012-2014 ლევან ბექაური
2014-2018 გიორგი ვერულიძე
საპატიო პრეზიდენტი:
1989-2000 საპატიო პრეზიდენტი - სიუენ ჩჟო შანი