თბილისის უშუს ფედერაციის ნაკრებმა 3 კაცის შემადგენლობით მონაწილეობა მიიღო ლატვიის დედაქალაქ რიგაში 9-13 ოქტომბერს გამართულ ბალტიის პირველ ღია ჩემპიონატზე.
საერთაშორისო ტურნირზე 7 ქვეყნის (რუსეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ბელორუსია, შვეიცარია, საქართველო) 18 კლუბის 200 სპორტსმენი გამოდიოდა.
მთავარ მწვრთნელ გიორგი ვერულიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს სახელით ბალტიის ჩემპიონატზე - დავით გულისაშვილი და გურამ ფირცხალავა წარდგნენ.
ნაკრების წევრი დავით გულისაშვილი 3 სახეობაში გამოვიდა, მან 2 მედალი მოიპოვა გრძელ მუშტში (ვერცხლი--8,25 ქულა) და ხმალში (ოქრო--8,80 ქულა). აღსანიშნავია, რომ დავით გულისაშვილი მწვრთნელთან ერთად ევროპის უშუს ვიცე-პრეზიდენტის გლებ მუზრუკოვის მიერ მიპატიჟებულია მოსკოვში თებერვლის თვეში, სადაც გაიმართება უშუს ვარსკვლავების საერთაშორისო შეჯიბრი.
შეჯიბრზე, ოფიციალური მოწვევით საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ საქართველოს ელჩი ლატვიაში - თეიმურაზ ჯანჯალია და საქართველოს კონსული ლატვიაში - გიგი გოლეთიანი, შეჯიბრს დაესწრო ქართული დიასპორის თავმჯდომარე - გიგი გრიგოლია.
თბილისის უშუს ნაკრების გამგზავრება რიგაში უზრუნველყო თბილისის საკრებულომ და მერიამ.