სანდა

კატეგორია: სანდა გადასვლები: 8564

sanshouსანდა ან სანშოუ ანუ "არასანქცირებული ბრძოლა" ჩინური ორთაბრძოლის თავდაცვითი სისტემა სპორტის საბრძოლო სახეობაა. სანდა წარმოადგენს საბრძოლო ხელოვნებას, რომელიც თავიდანვე შემუშავებული იყო ჩინეთის ჯარისთვის და დაფუძნებული იყო ტრადიციული კუნგ-ფუს სწავლაზე და პრაქტიკაზე და თანამედროვე საბრძოლო ტექნიკაზე. ის ითავსებს კიკბოქსინგის სრულ-კონტაქტს, რომელიც შეიცავს ხელით და ფეხით დარტყმებს, ჭიდაობას, პარტერში ბრძოლას, გდებებს, მოცელვებს, დარტყმების დაჭერებს, ხოლო ზოგიერთ შეჯიბრებებში იდაყვით და მუხლით დარტყმებსაც კი.

  სანდა თავად არ განიხილება როგორც სტილი, არამედ როგორც ჩინურ საბრძოლო ხელოვნებათა სწავლის ორი კომპონენტიდან ერთერთი ნაწილია და ხშირად წარმოდგენილია ტაოლუსთან (ფორმა), ანუ მეორე ნაწილთან ერთად. თუმცა, როგორც ჩინეთის მთავრობის მიერ სპორტის განვითარების უმთავრესი ნაწილი, სტანდარტული სასწავლო პროგრამა შემუშავებული იქნა სანშოუსთვის. ზუსტად ამ სტანდარტულ სასწავლო პროგრამსთან დაკავშირებით გამოიყენება ჩვეულებრივ ტერმინი "სანდა".