ბოლოს ის გამოჩნდა ჟურნალში "Black Belt" ("შავი ქამარი") 2004 წლის დეკემბრის გამოშვებაში. ლე ასევე გამოჩნდა რამდენიმე ისეთი ცნობილი საბრძოლო ხელოვნების ჟურნალების გარეკანზე, როგორებიცაა, Inside Kung Fu, Black Belt, Martial Arts Illustrated. მისი მაღალის სტატუსის დამამტკიცებლად აზიაში გამოდგება სტატიები ჟურნალ "შავი ქამრის" და "საბრძოლო ხელოვნებათა ბიბლიის" იაპონურ ვერსიებში. ლე ასევე ხილბლავდა აუდიტორიას თავისი ხშირი გამოჩენებით შეჯიბრებებში ESPN და ESPN2 სტრაიკფორსი, ასევე თავისი გამარჯვებებით K1-ის გრან პრის ჩემპიონატებზე კიკბოქსინგში.
რეკორდი: 39-3 (26 ნოკაუტი)
მეუღლე: სუზანა (შეუღლდნენ - 2009 წ აგვისტო), ყავთ ერთი შვილი.
მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსინგში.
სტრაიკფორსში მსოფლიო ჩემპიონი საშუალო წონაში გახდა 2008 წლის 29 მარტს ფრენკ შამროკის დამარცხების შემდეგ, მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით (ხელის მოტეხვა). 2009 წლის 17 სექტემბერს დაიცვა თავისი ტიტული და ქამარი.