უძველეს ბუდისტურ მონასტერ შაოლინს აღმოსავლური ორთაბრძოლების აკვანს უწოდებენ. შაოლინელი ჟამთააღმწერლის გადმოცემით, მონასტრის სახელწოდება მისი ადგილმდებარეობიდან მომდინარეობს და სიტყვასიტყვით მთა შაოშიზე მდებარე მონასტერს ნიშნავს.
სუნშანის მთებში მდებარე შაოლინი ამჟამად ერთადერთი მონასტერია, თუმცა ადრე ჩინეთში ამავე სახელწოდების 10 მონასტერი არსებობდა. შაოლინი მთის ფერდობზე ისეა აგებული, რომ ყოველი მომდევნო შინა ეზო წინამდებარეზე მაღლაა გაშენებული. მსგავსი ნაგებობა ბუდისტური მონასტრებისთვისაა დამახასიათებელი და განვითარების შემდგომ საფეხურზე ასვლის სიმბოლოა.