ბანდო
Slide background
Slide background
Slide background
Slide background

ბანდო

BANDO   ცნობები საბრძოლო ხელოვნებების შესახებ ბირმაში პაგანის დინასტიის (XI - XII სს) ქრონიკებში გვხვდება პირველად. მათი განვითარებისა და პროპაგანდის ცენტრები იყვნენ ბუდისტური მონასტრები, ასევე თავისებური "სამხედრო აკადემია"  "გაზა კხუნიტ კია-უნგი", ანუ "კხო კიაუნგი" , რომელშიც მმართველთა და არისტოკრატთა ვაჟები სწავლობდნენ საბრძოლო ხელოვნებებს და სამხედრო საქმეს. მათი მასწავლებლები, ჩვეულებრივ, იყვნენ ბუდისტი ბერები. ამას გარდა, საბრძოლო ხელოვნებებს ასწავლიდნენ სამეფო გვარდიის მეომრებს. მაგრამ საბრძოლო ხელოვნებების ფართო სწავლება ყველა მსურველისთვის, როგორც აღმოსავლეთის სხვა მრავალ ქვეყანაში, არ იყო ხელმისაწვდომი.

თუმცა საჩვენებელი გამოსვლები და შეჯიბრებები იმართებოდა საკმაოდ ხშირად.წელიწადში ერთხელ ქვეყნის საუკეთესო მებრძოლს ენიჭებოდა "სამეფო მოკრივის" წოდება. ეს ტრადიცია არსებობდა მე-19 საუკუნემდე, სანამ ბირმა არ იქნა ოკუპირებული ინგლისის მიერ, ხოლო თვითონ სამეფო დინასტიამ კი არ შეეწყვიტა თავისი არსებობა.

   ინგლისელთა ბატონობის დამყარებასთან ერთად დადგა ეროვნული საბრძოლო ხელოვნებების დაცემის პერიოდი. კანონმა დაიწყო როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეების დევნა. თუმცა ბოლომდე ტრადიცია არ ჩაქრა. ის შემოინახა სოფლურ გართობებში საჩვენებელ გამოსვლებში ხალხური ზეიმების დროს ცალკეულ სოფლებში. რა თქმა უნდა, საბრძოლო ხელოვნებათა ("ლეთჰვეი საია") ნამდვილი ოსტატები აგრძელებდნენ რეალური ილეთების ფარულ სწავლებას, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს სულ უფრო იშვიათად და იშვიათად ხდებოდა. ბევი მათგანი გადაიხვეწა ტაილანდში.

   ეროვნული საბრძოლო ხელოვნებების აღორძინების პირველი შესაძლებლობა გაჩნდა 1933 წ., როდესაც მათი პროპაგანდირება დაიწყეს ბრიტანული არმიის დამხმარე ნაწილებში, რომლებიც შედგებოდნენ, ძირითადად, ბირმელი და ნეპალელი მთიელებისგან - გურკხებისგან, ცნობილთ თავიანთი მეომრული თვისებებით. იმ წელს გურკხების ცალკეული ბრიგადის ოფიცრებმა, რომლებიც გამწესებული იყვნენ ბირმაში, ორგანიზება გაუკეთეს ვარჯიშებს თავიანთ არმიის სპორტულ კლუბში. შემდგომი განვითარება ამ ტენდენციამ მიიღო მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ბირმაში შემოსული იაპონლები, რომლებიც ახალისებდნენ ბირმელთა ნაციონალიზმს და შექმნეს კიდეც მარიონეტული არმია ასეთივე მარიონეტული მთავრობასთან ერთად, აქტიურად უწყობდნენ ხელს ადგილობრივ საბრძოლო ხელოვნებათა აღდგენას.

Thaing bando-4   მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბირმამ მოიპოვა დამოუკიდებლობა, სპორტის სამინისტრომ დაიწყო ყოველწლიური შეჯიბრებების ჩატარება "ბირმულ კრივში". 1946 წ შეიქმნა სრულიადბირმის ფედერაცია ტხაიინგი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა უ ჩიტ ტხანი. იმავე წელს უ ბა ტხან გიმ, რომელსაც ეკავა განათლების სამინისტროში ფიზიკური კულტურის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა, შექმნა ბანდოს საერთაშორისო ასოციაცია ცენტრით ბირმის დედაქალაქ რანგუნში. მის მთავარ ამოცანად ის თვლიდა ბანდოს ტრადიციების აღდგენას, ერთიანი და განახლებული მისი სტილის შექმნას ტხაიინგის კომპლექსური ტრადიციების ბაზაზე. 1950 წლისთვის განახლებული ბანდო შექმნილი იყო, ხოლო1962 წ. გამოცხადდა სპორტის ეროვნულ სახეობად. უ ბა ტხან გი ბევრს მოგზაურობდა ერთი ოსტატიდან მეორემდე, აგროვებდა და კოდიფიცირებას უკეთებდა ილეთებს. მანვე შექმნა წესები ბანდოს სპორტული ვარიანტისთვის. გარდაიცვალა ისე, რომ ითვლებოდა უდიდეს მასწავლებლად. მისი შვილი მაუნგ გი გადავიდა აშშ-ში, სადაც შექმნა ბანდოს ამერიკული ფედერაცია, ყველაზე ცნობილი იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც ავარჯიშებენ ბირმულ საბრძოლო ხელოვნებებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

   ევროპაში ბანდოს, არც თუ იშვიათად, ბირმულ კარატეს უწოდებენ, ალბათ იმიტომ, რომ მას ჩამოგავს ბანდოს თანამედროვე სახესხვაობები. ტრადიციული სკოლები შეიცავენ ლამაზ, მოქნილ მოძრაობებს, რომლებიც მეტად ჩამოჰგავს ჩინური უშუს შინაგანი სკოლების ტექნიკას, ვიდრე კარატეს. არის ბანდოში "ცხოველური" სტილები, რომლებიც იმიტირებას უკეტებენ კამეჩის, კობრას, არწივის, მაიმუნის, პანტერას, მახრჩობელა გველის, მორიელის, ტახის, ირემის, მინდვრის ფრინველის, ვეფხვის, შხამიანი გველის მოძრაობებს.

Bando1   ბანდოს ტექნიკა შეიცავს ბლოკებს, თავით დარტყმებს, მახრჩობელებს, დაჭერებს, დარტყმებს მუშტით, იდაყვებით, ტერფით და მუხლებით, თითებით "ბრჭყალების" მაგვარად, ფეხის გამოკვრებს და გდებებს. ჩვეულებრივ ბანდოს ვარჯიშობენ ერთერთით სამი ძირითადი ფორმიდან. "რბილ" ბანდოში ბრძოლას აწარმოებენ წარმოსახვითი მოწინააღმდეგის მიმართ წინასწარ მომზადებული სქემით. თუ მოწინააღმდეგე მაინც არის, მასთან კონტაქტი არ არის, ან თითქმის არ არის. ეს ოდნავ წააგავს "კატას" კარატეში. "საშუალო" ბანდოში არის სპარინგი და მსუბუქი კონტაქტი სამი წუთის განმავლობაში. ეს ჰგავს სპარინგს კარატეში, მაგრამ ბრძოლა არ წყდება, როდესაც წარმატებით განხორციელებულ ილეთზე ქულა ირიცხება, ხოლო ფინალური გადაწყვეტილება გამოაქვთ მთელი დროის გასვლის შემდეგ. "მაგარი" ბანდო - ეს ბირმული კრივი ლატხვეია. ბრძოლა მიმდინარეობს სრული კონტაქტით და მთავრდება ნოკაუტით. ისინი მეტად გვაგონებს მუაი ტაის ბრძოლებს, მაგრამ მოკლებულნი არიან რაიმე შეზღუდვებს, რაც უზრუნველყოფდა პარტნიორთა უსაფრთხოებას. მაგალითად მუაი ტაისა და კიბოქსინგისგან განსხვავებით, "ლეტხვეის" ორთაბრძოლებში ნებადართულია მოხჩობები და დაჭერები, ხოლო მებრძოლები იკეთებენ არა კრივის ხელთათმანებს, არამედ ხელზე დახვეულ ტყავის ქამრებს, რაც საშუალებას იძლევა დაარტყან არა მარტო მუშტით, არამედ გაშლილი ხელის გულითაც და მისი უკანა მხრითაც.

   სწავლების ტექნიკაში, ბანდოს ილეთების კლასიფიკაციაში და მის ტაქტიკაში ბატონობს პრინციპი "ცხრა ცხრაზე". არსებობს გადაადგილების ცხრა ძირითადი პრინციპი; ცხრა საბაზო ბლოკი; ცხრა ტიპის ფეხით დარტყმა; ცხრა სახეობა დარტყმების იდაყვებით, მუშტებით და მუხლებით; ცხრა ძირითადი მიმართულება შეტევის და თავდაცვის; დაჭერის, დაკავების და გდების ცხრა ძირითადი ტიპი; ცხრა ილეთი, მიმართული მოწინააღმდეგის მიწიდან მოწყვეტისკენ. რა თქმა უნდა, ილეთები სინამდვილეში გაცილებით ბევრია, ვიდრე ცხრა, თუმცა ყველა ისინი ეყრდნობიან ამ საფუძველს.

   ბანდო შეიძლება იყოს სამოყვარულო და პროფესიონალური. უკანასკნელ შემთხვევაში მომზადება იწყება მოზარდი ასაკიდან და მიმდინარეობს პრინციპით, ანალოგიურის მომზადებისა სუმოს მოჭიდავეების იაპონიაში და მოკრივეების ტაილანდში. ბანდოს სწავლობენ ჯარში და პოლიციაში. თანამედროვე ბირმაში ითვლება, რომ ყველაზე კარგად მისი ტრადიციები შემონახულია სწორედ სამხედრო ნაწილებში. ბანდოში ვარჯიშობენ ქალებიც. გასვლებისა და დაჭერებისგან განთავისუფლების ტექნიკა, მიღებული ბანდოში - თავდაცვის შესაფერისი სახეობაა მათთვის.

BandoLethwei   ტანსაცმელი, რომელიც ტრადიციულ ბანდოში გამოიყენება, შედგება შორტებისგან და ლანგოტისგან - სამკუთხედი ქამარი, რომლიც საზარდულის პროტექტორის თავისებურ როლს თამაშობს. ბირმაში ის, სავარაუდოდ, მოვიდა ინდოეთიდან. ორთაბრძოლის დროს შესაძლებელია მასზე ჩაჭიდება გდების გასაკეთებლად. ხანდახან მებრძოლები სხეულზე ზეთს ისვამენ, ხოლო ხელებზე და ტერფებზე იკეთებენ პრიმიტიულ პროტექტორებს, გაკეთებულს ქოქოსის კაკლისგან. მოდერნიზებული ბანდოს სკოლებში (განსაკუთრებით ამერიკაში) ატარებენ შავ უნიფორმას, შავი პანტერის ფერის შესაბამისად - ბანდოს ტოტემური ცხოველისა. როგორც მუაი ტაიში, პროფესიონალი მებრძოლის სხეული შესაძლებელია დაფარული იყოს ტატუებით, ჩვეულებრივ ცხოველთა გამოსახულებით. ადრე ცხოველის ტატუ აღნიშნავდა მებრძოლის კუთვნილებას ბირმის არმიის ამა თუ იმ ქვედანაყოფთან, ახლა კი ითვლება, რომ ეს მხეცი როგორღაც თავის ძალასა და სისწრაფეს გადასცემს მებრძოლს. ამას გარდა, თვით ტატუს რთული ნახატის კანზე გადატანის პროცედურა საკმაოდ მტკივნეული და ხანგრძლივია და ემსახურება ნებისყოფისა და ამტანობის აღზრდის ერთერთ საშუალებად.

   ბანდოში ტრადიციულად არ არსებობს ოფიციალური რანგების სისტემა. ითვლება, რომ ვინმეს გამოყოფამ შესაძლებელია გული ატკინოს გარშემო მყოფთ. ამიტომაც ამერიკაში, სადაც გრადაციის პრობლემასთან მოხდა შეტაკება, დანების სისტემა ააწყეს უბრალოდ ვარჯიშის სტაჟის მიხედვით. პირველი დანის მისაღებად საჭიროა 5 წელი ვარჯიში. შემდეგ ყოველ სამ წელიწადში ენიჭება მომდევნო დანი მეექვსეს ჩათვლამდე. მეშვიდე, მერვე და მეცხრე ენიჭება 10 წლის ინტერვალით. ბანდო არ ისწრაფვის გადაიქცეს სპორტად. მისი ორგანიზაციების უმეტესობა ითვლება არაკომერციულად და არ აწარმოებენ თავიანთი სკოლის ან სტილის რეკლამას.

ბადრი ნოზაძე

სიახლე

უშუ და სამბო მიმართავენ IWGA-ს წევრობას

უშუ და სამბო მიმართავენ IWGA-ს წევრობას

25 თებერვალი 2021

SAMBO და WUSHU მიმართავენ IWGA- ს წევრობას ფედერალური საერთაშორისო ფედერაცია (FIAS) და უშუს საერთაშორისო ფედერაცია (IWUF) ითხოვენ საერთაშორისო მსოფლიო თამაშების ასოციაციაში გაწევრიანებას. გადაწყვეტილება საბრძოლო ხელოვნების ორი განაცხადიდან რომელიმეს დამტკიცების შესახებ გაკეთდება IWGA– ს 37 მოქმედი ფედერაციის წარმომადგენლების მიერ ყოველწლიური საერთო...

უშუ მსოფლიოში

მსოფლიო საბრძოლო თამაშები 2017

მსოფლიო საბრძოლო თამაშები 2017

29 მარტი 2015

სპორტაკორდი აანონსებს, რომ მე-3 მსოფლიო საბრძოლო თამაშები გაიმართება პერუს დედაქალაქ ლიმაში 2017...

უშუს ოსტატები

დარია ტარასოვა

დარია ტარასოვა

01 მარტი 2015

დარია ტარასოვა სიმაღლე - 1,57 მ წონა - 49 კგ ასაკი - 25 წ ქლაქი - მოსკოვი საერთაშორისო კლასის...

ზოგი რამ ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან

28 თებერვალი 2014

უშუს ისტორია საქართველოში 1980 წელს თბილისში უშუს პირველი სკოლა...

იხილეთ ასევე

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები