ვიეტ ვო დაო
Slide background
Slide background
Slide background
Slide background

ვიეტ ვო დაო

VVNვოვინამ ვიეტ ვო დაო არის ვიეტნამელი ხალხის საბრძოლო ხელოვნებათა ერთერთი სახეობა. დაფუძნების დღიდან, უკვე დაახლოებით ოთხმოცი წელია, ვოვინამ ვიეტ ვო დაოს სკოლა გამუდმებით ვითარდება და სრულიყოფა. დღეისათვის ის სარგებლობს უდიდესი პოპულარობით საბრძოლო ხელოვნებათა თაყვანისმცემლებში. თუ იაპონელი ხალხი ამაყობს თავიანთი ძიუდოსა და კარატეს სკოლებით, კორეელი ხალხი - თავისი ტაეკვონდოს სკოლით, ვიეტნამელ ხალხს შეუძლია იამაყოს თავიანთი საბრძოლო ხელოვნების მრავალრიცხოვანი სკოლებით. ეს სიამაყე განსახიერდება გმირული ბრძოლებით და გამარჯვებებით მტრის წინააღმდეგ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ვიეტნამის მთელი ისტორიის მანძილზე.

   ვოვინამ ვიეტ ვო დაოს სკოლა შეიქმნა 1938 წელს ოსტატ ნგუენ ლოკის მიერ, რომელიც დაიბადა შონტეის პროვინციაში ვიეტნამის ჩრდილოეთით. ადრეულ ასაკში ოსტატი ნგუენ ლოკი დაეუფლა ოჯახური სკოლის საბრძოლო ხელოვნებების საფუძვლებს. ის არ კმაყოფილდებოდა თავისი ცოდნით და სწავლობდა და არჩევდა მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებათა საუკეთესო ტექნიკებს და შედეგად შექმნა საკუთარი სკოლა - ვოვინამ ვიეტ ვო დაოს სკოლა.

   ოსტატი ნგუენ ლოკი გარდაიცვალა 1960 წელს ქალაქ საიგონში. სიკვდილამდე სამი წლით ადრე მისი დავალებით უფროსი მოსწავლე ლე შანგი გახდა მეორე თაობის სკოლის ხელმძღვანელი. 1957 წლიდან ოსტატ ლე შანგის თაოსნობით სტილის ოსტატები ავითარებდნენ და პოპულარიზებას უკეთებდნენ ვიეტნამის საბრძოლო ხელოვნებებს. ისინი მაღალი ეფექტურობის სკოლის შესაქმნელად გამუდმებით სწავლობდნენ და ამრავალფეროვნებდნენ ახალ ტექნიკებს, ილეთებს.

NguyenLoc   ვიეტ ვო დაოს სტილი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოსწავლეთა ვარჯიშებს სამი მიმართულებით:

  1. "ვო ლიკ" (საბრძოლო ძალა);
  2. "ვო თჰუატ" (ტექნიკა);
  3. "ვო დაო" (საბრძოლო ეთიკა, მორალური თვისებები, მეომარი სული);

1. "ვო ლიკ" - საბრძოლო ძალა. ვარჯისების პროცესი მიმართულია გამოწრთობაზე და სხეულის გაძლიერებაზე, ყველა ფიზიკური თვისებების ყოველმხრივ განვითარებაზე - სისწრაფის, ძალის, ამტანობის, მოქნილობის - რომ მოსწავლეებს შეეძლოთ აიტანონ ნებისმიერი გამოცდა და სირთულე ცხოვრებაში, ასევე თავიდან აიცილონ და გადალახონ ყველა ავადმყოფობა.

2. "ვო თჰუატ" - ტექნიკა. ვარჯიშების პროცესი მიმართულია მოსწავლეთა შეიარაღებაზე ეფექტური ტექნიკით თავდაცვისთვის და მსახურებისათვის კაცობრიობისა და სამართლიანობის დაცვისთვის. ვარჯიშების პროგრამაში შედის:

  • ძირითადი ტექნიკები: ჰატ (ხელებით დაბლოკვა); დალ (ხელებით დარტყმები); თემ (დარტყმები ხელის გულით); სია (დარტყმები თითების ბოლოებით); ჩო (დარტყმები იდაყვებით); და (დარტყმები ფეხებით); ხელებითა და ფეხებით დარტყმების შეთანხმება მაღალი ეფექტურობის მისაღწევად ბრძოლაში; შემტევი დარტყმები ფეხებით, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ ორთაბრძოლაში;
  • ილეთები იარაღის (დანის) წინააღმდეგ შიშველი ხელით; სხვადასხვა იარაღის გამოყენება (კეტი, ხმალი და ა.შ.);
  • თავდაცვის პროგრამაში შედის დაჭერა-გასვლის ტექნიკა, რომელიც აუცილებლობისას შეუძლიათ გამოიყენონ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებსაც; ორთაბრძოლის მრავალფეროვანი პრაქტიკული და ეფექტური ტექნიკები (ილეთები), რომლებიც სწრაფი რეაქციის და თავდაჯერებულობის საშუალებას აძლევს მოსწავლეებს;
  • ზემოთჩამოთვლილი ტექნიკების გარდა პროგრამაში ასევე შედის "ბაი შონგ ლუენი" (წყვილებში ვარჯიშები), "კიუენი" (ფორმალური ვარჯიშები შიშველი ხელებით და იარაღით), სუნთქვითი ვარჯიშები შინაგანი ენერგიის გასაძლიერებლად.

3. "ვო დაო" - საბრძოლო ეთიკა. ვოვინამ ვიეტ ვო დაოს სკოლა პირველხარისხოვან ყურადღებას უთმობს სწორი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას, რომლის საფუძველი და შედეგი არის სუფთა სული, ჯიუტი ნებისყოფა, შეგნებული დისციპლინა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, კეთილშობილება მოქმედებებში და ჭეშმარიტი სიყვარულის უნარი, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება თვითონ მოსწავლეს, მის ოჯახს, ხალხს და მთელს კაცობრიობას.

ვიეტ ვო დაოს წყაროები და პრინციპები

   პირველყოფილი თემის არსებობის დროიდან ხალხი უკვე იგონებდა თავდაცვისა და თავდასხმის საშუალებებს პრიმიტიული იარაღების დახმარებით, როგორებიცაა შუბი, მშვილდი და ა. შ. ასე ისახებოდა საბრძოლო ხელოვნების საფუძვლები. ვიეტნამში დღემდე არის შემორჩენილი ჰუნგ ვიუნგის (ძველი ვიეტნამის პირველი მეფეების) დინასტიის ანტიკვარიატის საგნები საბრძოლო ხელოვნების ტექნიკის ეფექტური ნახატებით.

   მეფე თჰუნის დინასტიის (ჰუნგ ვიუნგის დინასტიის შემდეგ) დროს პოპულარული იყო შეჯიბრებები ხელჩართულ ბრძოლებში, რომლებიც გრძელდებოდა რამდენიმე დღე. ეს ფაქტები ამტკიცებენ რომ საბრძოლო ხელოვნებები ვიეტნამში ვითარდებოდა ჯერ კიდევ ძვ. წ-აღ მე-3 საუკუნიდან.

   ძველი ლეგენდების თანახმად, ლი თჰანი (ლი ონგ ჩონგი), რომელიც დაიბადა ჰუნგ ვიუნგის დინასტიის ბოლოს ტილიემის (ჰანოი) უეზდში, იყო ვიეტნამის საბრძოლო ხელოვნებების პირველი დამფუძნებელი. ადრე აზიაში საბრძოლო ხელოვნებები ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ხალხის გარკვეული წრისთვის, რომლებმაც თავიანთი ცოდნის მეშვეობით, შესძლეს მიეღწიათ განსაკუთრებული მდგომარეობისთვის საზოგადოებაში და გახდნენ არისტოკრატები.

   ინდოეთში იყო კშატრიების კასტა - ელიტური მეომრების კლასი, რომელთაც პატივს მიაგებდნენ როგორც არისტოკრატებს. იაპონიაში იყო სამურაების კლანი, რომელიც დიდი პატივისცემით სარგებლობდა ხალხში.

   ვიეტნამში სხვანაირად ჩამოყალიბდა სიტუაცია: საბრძოლო ხელოვნებები არ გახლდათ პრივილეგია რომელიმე ცალკეული კლასისთვის, არამედ ფართოდ ვრცელდებოდა ხალხებს შორის. მოვარჯიშენი იყვნენ ყველა კლასის წარმომადგენლები, უმეტესობა მათგანი - გლეხი. სწორედაც ამიტომ ვიეტნამის საბრძოლო ხელოვნებებში იარაღებად გამოიყენებოდა ყოფითი საგნები: მოკლე კეტი, ცული, რკინის ჯაჭვი, შუბი და სხვ. ამიტომაც ვიეტნამის საბრძოლო ხელოვნებები შეიძლება ჩაითვალოს ხალხურად. ისინი მუდამ იცვლებოდნენ და იხვეწებოდნენ ისტორიული სიტუაციიდან გამომდინარე, მაგრამ არასდროს არ იყვნენ დავიწყებული.

   ფეოდალური მმართველობის დროს ხშირად ტარდებოდა შესარჩევი შეჯიბრებები საბრძოლო ხელოვნებებში უძლიერესი მებრძოლების გამოსარკვევად, რომლებიც შემდეგ მიდიოდნენ ჯარში ქვეყნის დამპყრობლებისაგან დასაცავად. შეჯიბრებების წესები იცვლებოდა მმართველი დინასტიების მიხედვით, მაგრამ ყველა მებრძოლს, ორთაბრძოლებში მონაწილეობის გარდა, უნდა ჩაებარებინა გამოცდები სამხედრო სტრატეგიაში და, პირველ რიგში, უნდა ყოფილიყვნენ სულით ძლიერები და ყოფილიყვნენ საბრძოლო ეთიკის მაგალითი.

   ფრანგული ოკუპაციის დროს, ვიეტნამელი ხალხის აჯანყების თავიდან ასაცილებლად, ფრანგებმა აკრძალეს საბრძოლო ხელოვნებებში ვარჯიში. ამის შედეგად მრავალი საბრძოლო ხელოვნების სახეობა და ილეთი იყო საბოლოოდ დაკარგული.

   30-ანი წლების დასაწყისში ერთმა ახალგაზრდა თანამერდროვე აზროვნების ვიეტნამელმა პატრიოტმა გადაწყვიტა: ხალხის გასანთავისუფლებლად საფრანგეთის ჩაგვრისაგან და ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად საჭიროა ძლიერი მებრძოლების მომზადება რკინის ნებისყოფით, რომლებიც გამოდგებიან საყრდენად რევოლუციისთვის. ამიტომ ისწრაფოდა ის აეწია ახალგაზრდებს (სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს) შორის ინტერესი საბრძოლო ხელოვნებებში ვარჯიშების მიმართ, ეყრდნობოდა რა წმინდა სპორტულ მოძრაობაზე, რომელსაც ახალისებდნენ ფრანგი ხელისუფალნი. ეს პატრიოტი იყო ვოვინამ ვიეტ ვო დაოს სკოლის დამფუძნებელი, ოსტატი ნგუენ ლოკი.

Daidaotan   დიდი სწრაფვით საბრძოლო ხელოვნებების სრულყოფისკენ ოსტატმა ნგუენ ლოკმა შემოიარა მთელი ქვეყანა სხვადასხვა სკოლების ეფექტური ტექნიკების ძებნაში. ორიგინალური და შემოქმედებითი მიდგომის წყალობით საბრძოლო ხელოვნებებთან, ოსტატმა ნგუენ ლოკმა შექმნა საბრძოლო სწავლება და "სიმაგრისა" და "სირბილის" ურთიერთსაპირისპიროს შეთავსების დინამიური პრინციპი, ვარჯიშების მეთოდები და ტექნიკური ილეთები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ვიეტნამის საბრძოლო ხელოვნებების ყოველმხრივ განვითარებას, და დაარქვა სტილს ვო ვიეტ ნამი. სტილის პოპულარიზაციის პროცესში ვიეტნამის საზღვრებს გარეთ ვო ვიეტ ნამი შეამოკლეს და გახდა ვოვინამი მეტყველების ტრანსკრიბირების სიმარტივისთვის.

   საბოლოოდ, რომ შესაბამისობაში მოსულიყო პრაქტიკულ მოთხოვნებთან, და ასევე, ნათლად აესახა სტილის არსი, რომელსაც უდევს ფილოსოფიური ფუნდამენტი საბრძოლო სწავლების სწორი სისტემით და მაღალეფექტური ტექნიკის სისტემით, გააჩნია სწავლების მეცნიერული მეთოდი, განსხვავებული სხვა სტილებისგან, მოსწავლეებმა სთხოვეს გადაეკეთებინათ სკოლის სახელი, როგორც - ვიეტ ვო დაო.

  ამჟამად ვოვინამ ვიეტ ვო დაოს სკოლა სარგებლობს მაღალი რეპუტაციით არა მხოლოდ ვიეტნამში, არამედ მსოფლიოს ყველა კონტინენტზე. ყოველ ორთოდოქსალურ საბრძოლო სწავლებას უნდა ჰქონდეს ფილოსოფიური საფუძველი, რომელიც ასრულებს არა მხოლოდ განვითარების საყრდენის როლს, არამედ იქცევა უშუალოდ მებრძოლის საზოგადოებაში ქცევის ნორმად. ეს ფუნდამენტი არის პრინციპი საბრძოლო სწავლებისა.

   მე-16 საუკუნეში იაპონელი ექიმი აკიამა ჩავიდა ჩინეთის ჩრდილოეთში მედიცინის შესწავლის მიზნით და , იმავდროულად, საბრძოლო ხელოვნებებში სავარჯიშოდ შაოლინის სკოლაში. იაპონიაში დაბრუნებისას გახდა განდეგილი და დასახლდა დაიგაფუს ტაძარში.. ერთხელ აკიამა გახდა მოწმე, თუ როგორ, ძლიერი ქარიშხალის დროს ყველა ხე წაიქცა და მხოლოდ ტირიფი გაიღუნა, ხოლო ქარიშხალის დასრულებისას გასწორდა. ამ ტირიფზე დაკვირვებისას ექიმმა გადაწყვიტა, რომ თავისი მოქნილობის წყალობით ტირიფმა შესძლო წინააღმდეგობა გაეწია ქარიშხალისთვის. ასე მან "სირბილე" აიღო თავისი სკოლის ფუნდამენტად და შექმნა სკოლა "ჯიუ-ჯიცუ". მე-19 საუკუნის მიწურულს ოსტატმა ძიგარო კანომ, "ჯიუ-ჯიცუს" სკოლის ერთერთმა გამოჩენილმა მოსწავლემ, ამოიღო პროგრამიდან ყველა ილეთი, რომლებიც ჩათვალა საშიშად, და შეიტანა რა წონასწორობის წესები, შექმნა თავისი სკოლა სახელწოდებით "ძიუდო".

   ვიეტნამში ბამბუკი ძალიან პოპულარულია ხალხში: მას იყენებენ არა მხოლოდ მრავალი ყოფითი, არმედ სამხედრო მიზნებისთვის - იარაღის დასამზადებლად (შუბი და სხვ). ბამბუკი ქარიშხალის დროს იზნიქება ქარისკენ, ხოლო შემდეგ სწრაფად იმართება ქარის წინააღმდეგ. შემჩნეულია, რომ ვიეტნამის ბამბუკი ფლობს სიმაგრისა და სირბილის თვისებებს; ამასთან ორივე ეს თვისება ორგანულად შეთავსებულია ერთ არსებაში, რაც შეესაბამება ვიეტნამელი ხალხის ხასიათს. აქედან გამომდინარე, შეისწავლა რა ქვეყნისა და მსოფლიოს საბრძოლო ხელოვნებების სხვადასხვა სტილები, ოსტატმა ნგუენ ლოკმა მიიღო ორი ურთიერთწინააღმდეგობის, "სიმაგრისა" და "სირბილის" შეთანხმების პრინციპი ვიეტ ვო დაოს სკოლის ფუნდამენტად.

   ვიეტნამელი ხალხის დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიაც არის ცოცხალი განსახიერება ამ პრინციპის. ჩინგიზ ხანის (მონღოლეთი), მინის (ჩინეთი), თჰანის (მანჯურია) ჯარების უზარმაზარი ძალების წინაშე ვიეტნამის ჯარები იხევდნენ უკან ძალების შესანარჩუნებლად. როდესაც დამპყრობლები დუნდებოდნენ მათ ჯანმრთელობაზე კლიმატის უარყოფითი ზემოქმედების ქვეშ, ვიეტნამელი ხალხი მთელი თავისი ძალით ესხმოდა მტერს და განდევნიდა მათ ქვეყნიდან.

ბადრი ნოზაძე

სიახლე

უშუ და სამბო მიმართავენ IWGA-ს წევრობას

უშუ და სამბო მიმართავენ IWGA-ს წევრობას

25 თებერვალი 2021

SAMBO და WUSHU მიმართავენ IWGA- ს წევრობას ფედერალური საერთაშორისო ფედერაცია (FIAS) და უშუს საერთაშორისო ფედერაცია (IWUF) ითხოვენ საერთაშორისო მსოფლიო თამაშების ასოციაციაში გაწევრიანებას. გადაწყვეტილება საბრძოლო ხელოვნების ორი განაცხადიდან რომელიმეს დამტკიცების შესახებ გაკეთდება IWGA– ს 37 მოქმედი ფედერაციის წარმომადგენლების მიერ ყოველწლიური საერთო...

უშუ მსოფლიოში

მსოფლიო საბრძოლო თამაშები 2017

მსოფლიო საბრძოლო თამაშები 2017

29 მარტი 2015

სპორტაკორდი აანონსებს, რომ მე-3 მსოფლიო საბრძოლო თამაშები გაიმართება პერუს დედაქალაქ ლიმაში 2017...

უშუს ოსტატები

დარია ტარასოვა

დარია ტარასოვა

01 მარტი 2015

დარია ტარასოვა სიმაღლე - 1,57 მ წონა - 49 კგ ასაკი - 25 წ ქლაქი - მოსკოვი საერთაშორისო კლასის...

ზოგი რამ ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან

28 თებერვალი 2014

უშუს ისტორია საქართველოში 1980 წელს თბილისში უშუს პირველი სკოლა...

იხილეთ ასევე

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები