კაპოეირა
Slide background
Slide background
Slide background
Slide background

კაპოეირა

1284625675 62 051302   კაპოეირა - მსოფლიოში ერთერთი ულამაზესი და ეფექტური საბრძოლო ხელოვნებაა. როგორი შეხედულებებიც არ უნდა არსებობდეს ხალხში მის მიმართ, კაპოეირას აკრობატული და ჰაეროვანი მოძრაობების მიღმა იმალება სასიკვდილო საშიშროება. კაპოეირა მოიცავს ბევრ გამოცანას, რომელსაც ვერ ახსნის ადამიანი, თუ ის არ არის ჩახედული კაპოეირაში. ზუსტი პასუხი კითხვაზე რა არის კაპოეირა არ არის. კაპოერაში შერწყმულია ერთმანეთთან ბრძოლის ხელოვნება, თავისუფლებისკენ სწრაფვა, მუსიკა, ცეკვა, სიმღერა, სულიერი ერთობა ზეციურ ძალებთან, ურთიერთობა. დღეისათვის კაპოეირას გააჩნია

ოსტატობის მკვეთრი გრადაცია, საკუთარი უნიკალური ფილოსოფია, ტრადიციები, დამახასიათებელი ნიშანთვისებები, სხვადასხვა მიმართულებები და სტილები. მაგრამ დაიწყო ყველაფერი ბრაზილიელი მონების თავისუფლებისკენ სწრაფვით. ზუსტად მათ მიაწერენ კაპოეირას წარმოშობას 5 საუკუნის წინ.

   როგორც საბრძოლო ხელოვნება, კაპოეირა სავსეა ხელით, ფეხით, თავით სხვადასხვა დარტყმებით. კაპოეირაში შედის ასევე გდების ელემენტები, კონტრშეტევითი მოქმედებები, გადაადგილებები, აცილებები. მას სილამაზეს მატებს აკრობატული ელემენტები და ძალისმიერი დგომები.

   საბაზო ელემენტებს პორტუგალიური სახელწოდებები აქვთ, რადგანაც პორტუგალიური ბრაზილიის ოფიციალური ენაა. მრავალი სახელწოდების ქართულზე გადმოთარგმნა, ვერ მოგვცემს იმის ახსნას, თუ როგორ სრულდება ესა თუ ის ელემენტი. კაპოეირა წარმოიშვა ბნელ სიდუხჭირესა და მონობაში. კაპოეიროს მიმდევრებს არ ქონდათ არავითარი განათლება, ამიტომაც დარტყმებისა და გადაადგილებებისთვის იგონებდნენ ისეთ სახელწოდებებს, რომ მათ გაეგოთ. მაგალითად, ბევრი დარტყმა მოიცავს სახელწოდებაში meia lua (მია დუა - "ნახევარმთვარე"). შესრულებისას ისინი მართლაც გავს ნახევარმთვარეს.

   საბაზო ტექნიკა - პირველი საიდანაც იწყება კაპოეირას შესწავლა. ამავდროულად დარტყმების, გადასვლების და აცილებების შესწავლას იწყებენ მხოლოდ იმის მერე, როდესაც აითვისებენ საბაზო გადაადგილებებს ginga (ჯინგა). ჯინგა - ეს მხოლოდ კაპოეირასთვის დამახასიათებელი გადაადგილებებია. ის იძლევა პოზიციის შეცვლის და შეტევის ხაზიდან გასვლის საშუალებას ბრძოლისას. ჯინგაზეა დაფუძნებული ყველა დანარჩენი დარტყმა.ჯინგაში მოძრაობა გავს ქანქარას. სამ წერტილზე გადაადგილებისას კაპოერისტი იცვლის თავის პოზიციას, ადგამს რა ნაბიჯებს წინ მორიგეობით.

   ჯინგა შედგება ორი საბაზო მდგომარეობისგან - primeira base (პრიმერა ბაზი - "პირველი ბაზა") და segunda base (სეგუნდა ბაზი - "მეორე ბაზა"). პირველი ბაზა - დგომის მდგომარეობაა ფეხები მხრების სიგანეზე, ნახევრად მოხრილ ფეხებზე ჩამჯდარი, ტერფები მთლიანად ძირს დევს. ზურგი გასწორებულია და კორპუსი ოდნავ გადახრილია წინ. ხელები იცავენ სახეს. მეორე ბაზა - ცალი ფეხი გამართულია, გატანილია უკან და დგას ცერზე. მეორე ფეხი მოხრილია მუხლში მართი კუთხით და დგას წინ მთელი ტერფით. ერთი ხელი იცავს სახეს, მეორე კი გატანილია უკან და გამართულია. თუ გატანილია უკან მარცხენა ფეხი, მაშინ სახეს მარცხენა ხელი იცავს, და პირიქით.

   მოძრაობის დაწყებას არა აქვს მნიშვნელობა, ეს შეიძლება იყოს როგორც ერთი, ისე მეორე ბაზა. სქემატურად ეს გადაადგილებები საკმაოდ მარტივია, თუმცა მის შესწავლას ხანდახან შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს. კაპოერისტი, რომელიც ჩაწვდება ჯინგას, ხდება სრულიად ამოუცნობი ბრძოლაში. კაპოეირაში ბევრი მდგომარეობა, დგომი და გადაადგილება არის თავდაყირა. თუ სხვა საბრძოლო ხელოვნებებში მტავარია დარცე ფეხზე, ხოლო დამარცხებად ძირს დაცემა ითვლება, კაპოეირაში - რაც ქვევით ხარ, მით უფრო დაცული ხარ.

 ამგვარად ყველა საბაზო ელემენტი შეიძლება დაიყოს ასეთ ჯგუფებად:

  • დარტყმები
  • აცილებები და დაცვა
  • გადაადგილებები
  • აკრობატიკა და ფლორეა

დარტყმები

   კაპოეირას დარტყმითი ტექნიკა ბევრი რამით გვაგონებს სხვა საბრძოლო ხელოვნებათა ტექნიკას. დარტყმათა მრავალფეროვნება არც ისე დიდია და რთულია რაიმე ახალის მოფიქრება. კაპოეიროში ვარჯიშისას მესტრე ბიმბამ მრავალი რამ ისესხა სხვა საბრძოლო დისციპლინებიდან. ასე კაპოეირაში გაჩნდა მაღალი დარტყმები ცალ ფეხზე დაყრდნობით (ანგოლაში ყველა დარტყმა სრულდება მინიმუმ ორ ან სამ წერტილზე დაყრდნობით. გამრავალფეროვნდა კაპოეირა ხტომითი დარტყმებითაც. ერთი და იგივე დარტყმის სახელწოდება შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა სკოლებში. ზოგიერთ დარტყმას შეიძლება ქონდეს ძირში და ნახომში შესრულების სახესხვაობა. კაპოეირაში დარტყმები სრულდება ხელებით, ფეხებით და თავით. დარტყმებს აკეთებენ მოწინააღმდეგის გვერდით ან აღნიშნავენ მის ზევით. მაგრამ რეალურ ბრძოლაში ეს დარტყმები საკმაოდ ეფექტურია. დარტყმებს აყენებენ სხეულის სხვადასხვა ნაწილში. მაღალი დარტყმები მიდის თავში და სხეულის ზედა ნაწილში.

აცილებები და დაცვა

   დარტყმითი ტექნიკის წინააღმდეგ კაპოეირაში არსებობს აცილებები და დარტყმისგან გასვლები, დაცვითი ქმედებები. კაპოეირაში თავდაცვითი ტექნიკა საკმაოდ სპეციფიურია, რადგან ყველა გადაადგილებები და გასვლები ხორციელდება საკმაოდ დაბლა და სწრაფად. კაპოეირაში დარტყმები არ იბლოკება. მებრძოლთა ამოცანაა - დროულად გაეცალონ მომავალ დარტყმას პოზიციის შეცვლით ან გასვლით ერთერთ დაცვით დგომში.

   აცილებებს კაპოეირაში ჰქვია esquivas (იშქივას - "აცილებები") და იყოფა ტექნიკურად და ინტუიციურად. ინტუიციური აცილებები კეთდება ავტომატურად და გააზრების გარეშე. ეს ბუნებრივი რეაქციაა დარტყმაზე - აიცილო დარტყმა. ტექნიკური აცილებები მოითხოვს გადასვლების შესრულებას დარტყმისგან დასაცავ სპეციფიკურ მდგომარეობაში. ტექნიკური აცილებები იძლევა საპასუხო და კონტრშემტევი მოქმედებების შესაძლებლობას.

   სხვადასხვა სკოლებში აცილებები და დაცვითი მოქმედებები შეიძლება განსხვავდებოდეს.

გადაადგილებები   

   გამოცდილმა მებრძოლმა იცის, რომ მუდმივი გადაადგილებებისა და პოზიციების შეცვლისას ის რჩება მიუწვდომელი მოწინააღმდეგის შეტევებისთვის. გადაადგილებების უმრავლესობა სრულდება ხელებზე დაყრდნობით. კაპოეიროში ნებისმიერი მდგომარეობიდან შეგიძლია გადახვიდე სხვაზე. დარტყმითი ტექნიკის, აცილებების და გასვლების მრავალფეროვნება ერთიანდება გადაადგილებებთან. მოძრაობის საფუძველს წარმოადგენს ginga, ჯინგიდან აღმოცენდება ყველა დანარჩენი მოძრაობა.

   გადაადგილებები ემსახურება პოზიციის შეცვლას. ამასთან მებრძოლები ისწრაფვიან დაიკავონ თავისუფალი სივრცე წრეში, გაეცალონ შეტევას, მოატყუონ ოპონენტი ან არ მისცენ მას გადაადგილების საშუალება დარტყმის გასაკეთებლად. მოძრაობებისა და გადასვლების უმრავლესობა გამოიყურება ძალზედ ეფექტურად, ამიტომ საერთო განწყობის ასამაღლებლად და ოპონენტის გამოსაწვევად jogo bonito -ზე (ჯოგუ ბონიტუ - "ლამაზი თამაში") გადაადგილებები სრულდება მაქსიმალურად ლამაზად და მოქნილად.

აკრობატიკა და ფლორეა

   აკრობატიკა არ შედის კაპოეირას შესასწავლი ელემენტების ნუსხაში. ის მხოლოდ მორთულობას და სილამაზეს მატებს ბრძოლის მიმდინარეობას. მომენტებში, როდესაც ენერგია იძაბება მაღალ დონეზე, მებრძოლებს შეუძლიათ გამოიყენონ მაღალი ნახტომები და აკრობატული ილეთები საბრძოლო სულის ასამაღლებლად. აკრობატიკა ძალიან სანახაობრივია, მაგრამ რთულია შესასწავლად. აკრობატული ილეთების დამუშავება ძალიან დიდ დროს მოითხოვს, ასევე ძალას, მოქნილობას და ხერხს. მათ ასრულებენ გამოცდილი კაპოერისტები. ელემენტების შესრულებისას აუცილებელია თვალი ადევნო ოპონენტის უსაფრთხოებას. გაუფრთხილებელმა ნახტომმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ან დაამახინჯოს ოპონენტი ან ნახტომის შემსრულებელი.

ბადრი ნოზაძე

სიახლე

უშუ და სამბო მიმართავენ IWGA-ს წევრობას

უშუ და სამბო მიმართავენ IWGA-ს წევრობას

25 თებერვალი 2021

SAMBO და WUSHU მიმართავენ IWGA- ს წევრობას ფედერალური საერთაშორისო ფედერაცია (FIAS) და უშუს საერთაშორისო ფედერაცია (IWUF) ითხოვენ საერთაშორისო მსოფლიო თამაშების ასოციაციაში გაწევრიანებას. გადაწყვეტილება საბრძოლო ხელოვნების ორი განაცხადიდან რომელიმეს დამტკიცების შესახებ გაკეთდება IWGA– ს 37 მოქმედი ფედერაციის წარმომადგენლების მიერ ყოველწლიური საერთო...

უშუ მსოფლიოში

მსოფლიო საბრძოლო თამაშები 2017

მსოფლიო საბრძოლო თამაშები 2017

29 მარტი 2015

სპორტაკორდი აანონსებს, რომ მე-3 მსოფლიო საბრძოლო თამაშები გაიმართება პერუს დედაქალაქ ლიმაში 2017...

უშუს ოსტატები

დარია ტარასოვა

დარია ტარასოვა

01 მარტი 2015

დარია ტარასოვა სიმაღლე - 1,57 მ წონა - 49 კგ ასაკი - 25 წ ქლაქი - მოსკოვი საერთაშორისო კლასის...

ზოგი რამ ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან

28 თებერვალი 2014

უშუს ისტორია საქართველოში 1980 წელს თბილისში უშუს პირველი სკოლა...

იხილეთ ასევე

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები