კენდო
Slide background
Slide background
Slide background
Slide background

კენდო

Kendo-armour-martial-arts-suit _71064_zoom   კენდო (იაპ. 剣道 ხმლის გზა). იაპონური ფარიკაობის ხელოვნება, რომლის ისტორია მოდის სამურაების ხმლის ფლობის ტრადიციული ტექნიკიდან, კენჯუცუ. მიზნად ისახავს სრულფასოვანი პიროვნებისა და მდგრადი ხასიათის ფორმირებას, წრთობს ნებისყოფას და მოფარიკავის სხეულს. თანამედროვე იაპონიაში განიხილება როგორც სპორტის ერთერთი სახეობა. არსებობს მოძრაობა კენდოს ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ჩართვისთვის.

   კენდოს მთავარი იდეა ჩადებულია სიტყვაში - "ხმალი". პირველი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანს, შეიარაღებულს ხმლით, არა აქვს შეცდომის უფლება და არა აქვს მისი გამოსწორების შესაძლებლობა.

შესაბამისად, როგორც ორთაბრძოლაში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყველაფრის მიმართ საჭიროა სერიოზული დამოკიდებულება. მეორე იდეას მივყავართ იქამდე, რომ ერთნაირი სიტუაციები არ არსებობს: ყოველ მოწინააღმდეგესთან, ბრძოლასთან საჭიროა მიდგომა განახლებული სულით და ჟინით. ამიტომაც სიტყვა "ხმალი" აღიქმება კენდოში უპირველეს ყოვლისა როგორც იარაღი, რომელიც ავარჯიშებს ადამიანში სულიერებას.

   "კანონებში" იგულისხმევა სამი შემადგენელი, რომლებიც აუცილებელია შედეგიანი დარტყმის გახორციელებისთვის. ეს არის "ხმლის კანონი", რაც მდგომარეობს დარტყმის სწორ გატარებაში, "სხეულის კანონი", რომლის მიხედვითაც დარტყმა უნდა იყოს მიყენებული ტანის სწორი მდგომარეობიდან, და "გულის კანონი", რაც ნიშნავს სულის სიმხნევეს და ენერგიულობას დარტყმის დროს. სამი კანონის არსი გადმოცემულია "კი-კენ-ტაი ნო იტის" პრინციპში, რაც ითარგმნება, როგორც "სული, ხმალი და სხეული - ერთი მთლიანია".

   "გზა" კენდოსი - ეს ადამიანის გზაა სრულყოფილებისკენ, მისი, როგორც პიროვნების "ფორმირება". გახდე სრულყოფილი შეუძლებელია, ამიტომაც სწორედ პროცესი - "ფორმირება" და სრულყოფა, და არა შედეგი - "ფორმირებულობა" და სრულყოფილება, არის ამ საბრძოლო ხელოვნების ფილოსოფიის მდგომარეობის ერთერთი ქვაკუთხედი.

ისტორია

   კენდოს წარმოშობა მჭიდროდ არის დაკავშირებული საბრძოლო ხელოვნებათა ისტორიასთან იაპონიაში. კამაკურას (1185-1233) პერიოდში ფარიკაობა, მშვილდოსნობასთან შუბის ფლობასთან ერთად, იყო მეომარი-სამურაის მომზადების განუყოფელი ნაწილი. თუმცა ოთხი ასწლეულის მანძილზე ხმალი აღარ გამოიყენებოდა როგორც ძირითადი იარაღი, არამედ ასრულებდა დამხმარე ფუნქციას. მისი გამიყენების სფეროები იყო თავდაცვა სხვა იარაღის არ არსებობის შემთხვევაში, მოწინააღმდეგისთვის თავის მოჭრა და რიტუალური თვითმკვლელობა სეპუკუ. მხოლოდ ედოს (1603-1868) მშვიდობიანი ეპოქის დადგომასთან, როდესაც სამურაებს ოფიციალურად დართეს ნება იარაღებიდან ეტარებინათ მხოლოდ ხმალი, ფარიკაობამ ხმლებით მოიპოვა ფართო პოპულარობა სამხედრო ფენებში.

kendo2   მე-17 საუკუნის დასაწყისში გაჩნდნენ ათეულობით სკოლები, რომლებიც პოტენციურ მოსწავლეებს სთავაზობდნენ ხმლის ფლობის ტექნიკის საიდუმლოს შეცნობის გასაღებს. ეს სკოლები იყვნენ ბუდისტური სექტა ძენის ძლიერი გავლენის ქვეშ. ტველაზე ცნობილები მათ შორის იყვნენ იტო-რიუ (იაპ. "ერთი ხმლის სკოლა"), მუტო-რიუ ("ერთი არამჭრელი ხმლის ჭეშმარიტი სკოლა") და მუნენმუსო-რიუ. პირველი სკოლა აკეთებდა აქცენტს ერთ მთავარ დარტყმაზე, ხსნიდა რა სხვა ილეთებს როგორც მისგან გამომდინარეს. მეორე ასწავლიდა, "რომ ხმალი გარეთ არ არსებობს" და ავარჯიშებდა პირველ რიგში მოფარიკავის ნებისყოფას. მესვამეს ხმლის ფლობის ტექნიკა დაყავდა რეფლექსის დონემდე, ისე რომ სამურაი ფარიკაობდა რეფლექსურად - "ფიქრის გარეშე".

   მრავალი ასწლეულის მანძილზე ვერჯიშების დროს გამოიყენებოდა ხის ხმლები, რაც მოსწავლეებს ძლიერ ჭრილობებს აყენებდა. მაგრამ ზედამხედველ ნაგანუმა კუნისატოს (1688-1767) რეფორმებმა, რომელმაც შემოიღო ბამბუკის ხმლები სინაი, სხეულის დასაცავად კი სპეციალური სამოსელი შემოიღო, შეამცირა ტრავმების რაოდენობა. მე-18 საუკუნის ბოლოდან ხმლით ფარიკაობა უკვე თანამედროვე კენდოს მოგვაგონებდა.

   1868 წლის ე.წ. დაუმთავრებელი ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ კენდო დავიწყებას მიეცა, თუმცა ჩინეთთან (1894-95) და რუსეთთან (1904-05) ომებს მისი ხელახალი აღორძინება მოჰყვა. ეს პროცესი არმიიდან დაიწყო და მალე საზოგადოების თითქმის ყველა ფენა მოიცვა. 1910 წელს ”დიდი იაპონიის საბრძოლო ხელოვნებათა ასოციაციაში” მილიონ-ნახევარზე მეტი წევრი იყო, 1914 წელს კი კენდო საშუალო სკოლების სასწავლო პროგრამებშიც შეიტანეს. 1928 წელს შეიქმნა ”სრულიად იაპონიის კენდოს ფედერაცია”, რომლის წევრთა რაოდენობაც 1940 წლისთვის 10-ჯერ გაიზარდა. მეორე მსოფლიო ომში იაპონიის ჩაბმის შემდეგ კენდომ სპორტული ფუნქცია დაკარგა _ ქვეყნის მილიტარისტულმა მთავრობამ ეს ორთაბრძოლა უკვე დაწყებითი კლასებისთვის აუცილებელ საგნადაც კი აქცია, ზრდასრულ მოსახლეობას კი ომის სამზადისში ნამდვილი და არა ბამბუკის ხმლით ვარჯიში უწევდა. ომში დამარცხების შემდეგ (ამერიკული ოკუპაციის დროს) კენდო, ძიუდო და კიუდო (იაპონური მშვილდოსნობა) აიკრძალა, თუმცა მალე ქვეყანაში ვითარება მოწესრიგდა და 1952 წელს ”სრულიად იაპონიის კენდოს ფედერაციაც” აღდგა. მას შემდეგ კენდო იდეოლოგიური კონტროლისგან თავისუფალი სახეობაა.

   1970 წელს ტოკიოში შეიქმნა კენდოს საერთაშორისო ფედერაცია (IFK), რომელიც ყოველ სამ წელიწადში ერთხელ მსოფლიოს პირად და გუნდურ ჩემპიონატებს მართავს. დღემდე ჩატარებულ თორმეტივე ჩემპიონატში ყველა ოქროს მედალი იაპონელებმა მოიპოვეს, საპრიზო ადგილებზე კი ყველაზე ხშირად იმ ქვეყნების წარმომადგენლები გადიოდნენ, სადაც კენდო ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე გავრცელდა _ კორეის, ტაივანის (იაპონიის ყოფილი კოლონიები), კანადის, აშშ-ისა და ბრაზილიისა (მრავალრიცხოვანი იაპონური დიასპორა). ამჟამად კენდოს საერთაშორისო ფედერაციაში 44 ქვეყანაა გაერთიანებული. მსოფლიოში ამ სახეობას 8 მილიონამდე ადამიანი მისდევს, მათ შორის თითქმის 40 პროცენტი ქალია.

Kendo   კენდოში კატანას მაგივრად გამოიყენება 118 სმ სიგრძის ბამბუკის ხმალი (იაპონურად _ სინაი), რომელის შედგება ერთად შეკრული ოთხი ბამბუკის ზოლისგან. ხმალი მებრძოლს ორივე ხელით უჭირავს, მეტოქეს წესებით ნებადართულ ადგილებში ურტყამს და მოგებიან ქულებს აგროვებს. დამცავი აღჭურვილობა შედგება ნიღაბისაგან, ხელებისა და წინამხრების დამცავებისგან, ტანის დამცავისგან და თეძოებისა და საზარდულის დამცავებისგან. ასე რომ რისკი ჯანმრთელობისთვის რჩება მინიმალური.

ბადრი ნოზაძე

სიახლე

უშუ და სამბო მიმართავენ IWGA-ს წევრობას

უშუ და სამბო მიმართავენ IWGA-ს წევრობას

25 თებერვალი 2021

SAMBO და WUSHU მიმართავენ IWGA- ს წევრობას ფედერალური საერთაშორისო ფედერაცია (FIAS) და უშუს საერთაშორისო ფედერაცია (IWUF) ითხოვენ საერთაშორისო მსოფლიო თამაშების ასოციაციაში გაწევრიანებას. გადაწყვეტილება საბრძოლო ხელოვნების ორი განაცხადიდან რომელიმეს დამტკიცების შესახებ გაკეთდება IWGA– ს 37 მოქმედი ფედერაციის წარმომადგენლების მიერ ყოველწლიური საერთო...

უშუ მსოფლიოში

მსოფლიო საბრძოლო თამაშები 2017

მსოფლიო საბრძოლო თამაშები 2017

29 მარტი 2015

სპორტაკორდი აანონსებს, რომ მე-3 მსოფლიო საბრძოლო თამაშები გაიმართება პერუს დედაქალაქ ლიმაში 2017...

უშუს ოსტატები

დარია ტარასოვა

დარია ტარასოვა

01 მარტი 2015

დარია ტარასოვა სიმაღლე - 1,57 მ წონა - 49 კგ ასაკი - 25 წ ქლაქი - მოსკოვი საერთაშორისო კლასის...

ზოგი რამ ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან

28 თებერვალი 2014

უშუს ისტორია საქართველოში 1980 წელს თბილისში უშუს პირველი სკოლა...

იხილეთ ასევე

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები